16 ივნისი 2024,   03:46
ვრცლად
ძარცვა ანტვერპენის ბანკში - ბელგიის პოლიციამ დანაშაულში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი ქართველი დააკავა

ბელგიის პოლიციამ ანტვერ​პენის ბანკის გაძარცვაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი ქართველი დააკავა. გავრცელებული ცნობით, ის 28 წლის ახალგაზრდაა. მისი თითის ანაბეჭდები სამართალდამცველებმა სარდაფში აღმოაჩინეს.

მამაკაცი იმ ქართველის მეგობარია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამავე დანაშაულისთვის დააპატიმრეს.

ძარცვის შემთხვევა გასულ კვირას მოხდა. დამნაშავეებმა ორი გვირაბი გათხარეს და ბანკის საცავში საკანალიზაციო ქსელის მეშვეობით შეაღწიეს. პოლიციას 30-მდე სადეპოზიტო ყუთი ცარიელი დახვდათ. სამართალდამცველები სხვა ეჭვმიტანილებსაც ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული ქართველები ერთ სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობდნენ.

დღის ამბები