22 დეკემბერი 2024,   05:33
ვრცლად
ია კერზაიას გარდაცვალების საქმე - ოპოზიცია განათლების მინისტრს პოსტის დატოვებას ურჩევს

ორდღიანი მძიმე განხილვის შემდეგ, განათლების მინისტრმა დღის ბოლოს პარლამენტი უკანა კარიდან დატოვა და მედიასთან დამატებითი განმარტებების გაკეთებას თავი აარიდა. მიხეილ ბატიაშვილისთვის პირველი საპარლამენტო ანგარიში ალბათ მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ხმაურიანი იქნება. პირველი მნიშვნელოვანი რეფორმის წარდგენა საკანონმდებლო ორგანოში კრახით დასრულდა, თუმცა კიდევ უფრო მწვავე იყო პრეტენზიები და შეკითხვები ბატიაშვილის მისამართით ზუგდიდის საჯარო სკოლაში ჩატარებული რევიზიის შესახებ. მიხეილ ბატიაშვილი პოლიტიკურმა ოპონენტებმა ია კერზაიას სადამსჯელო ოპერაციის მთავარ შემსრულებლად დაასახელეს და თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვეს.

ოპონენტებმა სხდომათა დარბაზიდან მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძესაც მიმართეს და სკოლის დირექტორის საქმის გამოძიება მოითხოვეს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მინისტრი საკითხის მნიშვნელობას ვერ აცნობიერებს. მმართველი გუნდის დეპუტატებმა კი ოპოზიცია ია კერზაიას ოჯახის ტრაგედიის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

მინისტრმა ბატიაშვილმა კი ბრალდებებზე საპასუხოდ ოპოზიციას ხელისუფლებაში ყოფნის 9 წელი შეახსენა და ”ქართულ ოცნებას” საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები