27 აპრილი 2024,   02:13
ვრცლად
"მოქალაქე უარს აცხადებდა მკურნალობაზე" - ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 29 წლის მამაკაცის შესახებ განმარტებას აკეთებენ 

საზარელ მკვლელობაში ბრალდებული 29 წლის მამაკაცის მეზობლების და მეგობრების განცხადებებს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პასუხობენ. არსებულ ცნობით, მამაკაცმა რომელმაც საკუთარი 14 წლის ძმისშვილი მოკლა, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ის მკვლელობის წინა დღეს არა ადეკვატურად იქცეოდა. 29 წლის მამაკაცის მეგობრები ამბობენ, რომ სწორედ ამის გამო, მათ ბრალდებული თბილისში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა კლინიკამ საავადმყოფოში პაციენტის დატოვების სანაცვლოდ წინასწარ 3 ათასი არის გადახდა მოსთხოვეს.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი, ლაშა კილაძე ამბობს, რომ 29 წლის მამაკაცი ნარკოლოგიურ საავადმყოფოში, სადაც მოქალაქემ დარჩენა თავად მოისურვა. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უარყოფენ ასევე ბრალდებას, რომ მათ პაციენტისგან წინასწარ 3 ათასი ლარი მოითხოვეს.

„მეგობრები გამოხატავდნენ სურვილს მისი სტაციონალური მკურნალობისა ნარკოლოგიურ სტაციონარში. თვითონ მოქალაქე უარს აცხადებდა მკურნალობაზე, აღნიშნავდა, რომ არ საჭიროებდა არანაირ მკურნალობას და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ვინაიდან ექიმმა განსაზღვრა, რომ ეს არ იყო გადაუდებელი მდგომარეობა, რომელიც ხვდებოდა გადაუდებელი სტაციონარის რეჟიმში და თავად მოქალაქე უარს აცხადებდა სტაციონარულ მკურნალობაზე, ნარკოლოგიური მკურნალობა საქართველოს კანონმდებლობით სახელმწიფო სტანდარტის ფარგლებში არის მხოლოდ და მხოლოდ ნებაყოფლობითი, არა ნებაყოფლობითი მკურნალობა შეიძლება აღმოჩენილი იქნას მხოლოდ ფსიქიატრიული სტაციონარის პირობებში, ამის თაობაზე მას მიეცა ინფორმაცია, მოქალაქემ უარი განაცხადა სტაციონალურ მკურნალობაზე, მიეცა რეკომენდაცია რომ მიემართა ფსიქიატრიული სტაციონარისთვის მის თანხმლებ პირებს, მაგრამ ფსიქიატრიული სტაციონარისთვის ამ მოქალაქეს რა მიუმართავს და დატოვა ტერიტორია,“ - აცხადებს ლაშა კილაძე.

რუსთავში 29 წლის მამაკაცმა საკუთარი ძმისშვილი მოკლა. 14 წლის მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები