25 აპრილი 2024,   19:46
ვრცლად
ავარია წყნეთში და 7 დაშავებული - სატრანსპორტო კომპანიაში ამტკიცებენ, რომ ავტობუსს ტექდათვალიერება გავლილი აქვს

ამორტიზებული და ტექნიკურად გაუმართავი ყვითელი ავტობუსები დედაქალაქში. წყნეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ საზოგადოება ახსნა-განმარტებებს თბილისის მერიისგან ითხოვს. მოსახლეობა ტრანსპორტის გაუმართაობაზე საუბრობს. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში კი ამბობენ, რომ ავტობუსს ტექდათვალიერება გავლილი ჰქონდა. სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლის, თამაზ რობაქიძის თქმით, ავტობუსს ტექნიკური შემოწმება გავლილი ჰქონდა. მისი განმარტებით, ყველა ავტობუსი, რომელიც ავტობაზიდან გამოდის, ყოველ დილით მოწმდება.

სატრანსპორტო კომპანიაში გამორიცხავენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობა იყოს. თამაზ რობაქიძე ამბობს, რომ ყველა გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდოს. 

„ყველა ავტობუსი, რომელიც გამოდის ხაზზე ავტობაზიდან, ყოველ დილას მოწმდება უსაფრთხოების სისტემებზე, გარდა ამისა, ამ ავტობუსს 2018 წლის ნოემბერში გავლილი აქვს ტექდათვალიერება, შესაბამისად, ზუსტად გამომწვევ მიზეზს დაადგენს გამოძიება თუ რამ გამოიწვია ეს. გამოძიება მოგვცემს ზუსტად პასუხს, რამ გამოიწვია ეს  და შემდეგ დადგება შესაბამისად თუ ვინმეს პასუხისმგებლობა იქნება საჭირო,“ - განაცხადა თამაზ რობაქიძემ.

წყნეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევისას, რა დროსაც მუნიციპალური ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა, 7 ადამიანი დაშავდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები