21 მაისი 2024,   06:45
ვრცლად
ლიეჟის შეხვედრის ჩაშლის კიდევ ერთი ორგანიზატორი ოთარ ფარცხალაძის სიძე ზურა გასიტაშვილია

ლიეჟის შეხვედრის ჩაშლის კიდევ ერთი ორგანიზატორი ინდენტიფიცირებულია. ბელგიაში სპეციალურად პროვოკაციის მოსაწყობად ჩავიდა ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სიძე ზურა გასიტაშვილი. ინფორმაციას ამის შესახებ ”PRESA.GE” აქვეყნებს. ირკვევა, რომ ზურა გასიტაშვილის მეუღლე, ია ფარცხალაძე, ოთარ ფარცხალაძის ახლო ნათესავია. სწორედ ნათესაური კავშირი გახდა გასიტაშვილის პოლიტიკური გააქტიურების საფუძველი. ის ჯერ კიდევ ლიეჟის შეხვედრამდე პოლონეთიდან ცდილობდა ქართული ოცნების პარტიული დავალებების შესრულებას. ”PRESA.GE”-ს ინფორმაციით კი პროვოკაციის ორგანიზატორების ნაწილის დაფინანსება, ანუ მათი ლიეჟში ჩასვლა და დავალებების შესრულება, ქართულ ოცნებას ჯამში 250 ათასი დოლარი დაუჯდა.

"ჩვენ ეს ინფორმაცია მოვიპოვეთ ინფორმაცია, მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ოთარ ფარცხალაძის სიძე აქტიურობდა, ის აგროვებდა ე.წ. ემიგრანტებს იმისთვის, რომ შემდეგ მოეწყოთ პროვოკაციები და ეცადათ ლიეჟის შეხვედრის ჩაშლა. ეს პიროვნება ჯერ კიდევ პოლონეთიდან მართავდა პროცესებს იქამდე ვიდრე დაიწყებოდა ლიეჟის შეხვედრა, ერთ ე.წ. ემიგრანტს აძლევდნენ 150 ევრომდე,"-აცხადებს ”PRESA.GE”-ს დირექტორი, გიორგი კაპანაძე. 

დღის ამბები