22 მაისი 2024,   02:03
ვრცლად
ძალადობაში ბრალდებული ნინო კობაიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხეს

ძალადობაში ბრალდებული ნინო კობაიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხეს. მან უწყება სათადარიგო გასასვლელიდან დატოვა და ამ ფორმით აარიდა ჟურნალისტების შეკითხვებს თავი. 21 წლის კობაიძე მეტროში სოციალურ აგენტზე ძალადობისთვის პატრულმა ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა მოსამართლემ იგი შენიშვნის მიცემის შემდეგ გაათავისუფლა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, რაც ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალგაზრდა ქალის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ის სოციალური მუშაკი გახდა, რომელმაც კობაიძის შვილის ოჯახიდან განრიდების გადაწყვეტილება მიიღო. ერთი წლის გოგონა საკუთარი სახლიდან რამდენიმე დღის წინ წაიყვანეს, სოციალური აგენტის დასკვნით ბავშვი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა და მისი ჯანმრთელობა მძიმე მდგომარეობაში იყო.

დღის ამბები