31 მარტი 2025,   21:22
ვრცლად
ავარია ბახტრიონზე-ე.წ. ყვითელი ავტობუსი მიკროავტობუსს შეეჯახა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ავტოსაგზაო შემთხვევა ბახტრიონის ქუჩაზე. მუნიციპალური ავტობუსი კერძო მიკროავტობუსს შეეჯახა. მსუბუქი დაზიანება მიიღო 5 წლის ბავშვმა. მას შეჯახების შედეგად წარბზე ჰქონდა ჭრილობა, რომლის დამუშავებაც სამედიცინო დაწესებულებაში მოხდა. გაირკვა, რომ შემთხვევის დროს მიკროავტობუსი გზაზე იყო გაჩერებული და აწეული ჰქონდა საბარგულის კარი. ეს კი დროულად ვერ შეამჩნია მუნიციპალური ავტობუსის მძღოლმა, რომელმაც მანევრირება ვერ მოასწრო და შეჯახება მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მომხდარის გამო დროებით შეფერხდა საავტომობილო გადაადგილება.

      ამავე თემაზე
      დღის ამბები