17 მაისი 2024,   20:51
ვრცლად
ფოთელი მეთევზეები თევზჭერისას არსებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ

ფოთელი მეთევზეები თევზჭერისას არსებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. მათი თქმით თევზჭერა კოლხეთის ეროვნული პარკის მხოლოდ გარკვეულ ადგილებშია ნებადართული, რაც მათთვის მიუღებელია. რადგან ძირითადი ნაწილი დაუსაქმებელია და ეს არსებობის ერთადერთი საშუალებაა. მეთევზეების თქმით, ასევე ხშირია ბადეების დაკარგვის შემთხვევები და ისინი კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას აღნიშნული საკითხების მოგვარებას თხოვენ. ამ საკითხებზე სასაუბროდ შეხვედრა კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციასა და ქალაქის მერთან შედგა.

დღის ამბები