22 მაისი 2024,   01:11
ვრცლად
სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიალს პრემიერ მინისტრი და იუსტიციის მინისტრი დაესწრნენ. ეს  რიგით 63 -ე საზოგადოებრივი ცენტრია, რომელიც დანარჩენებისგან არქიტექტურული თვალსაზრისით გამოირჩევა. ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიით და უფასო ინტერნეტითაა აღჭურვილი.

„ეს ნამდვილად მნიშვნელობანი მოვლენაა ნებისმიერი სოფლისთვის, რადგან საზოგადოებრივი ცენტრების შექმნის იდეა, სწორედ იმას ემსახურება, რომ რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ ჩვენს რეგიონებში და სოფლებში შეძლოს ისარგებლოს ყველანაირი მომსახურებით და სერვისით,“- განაცხადა პრემიერმა  მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები