21 მაისი 2024,   04:08
ვრცლად
ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება სასამართლოს გარშემო მიმდინარე პროცესებს-ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება სასამართლოს გარშემო მიმდინარე პროცესებს - ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. კარლ ჰარცელი ამბობს, რომ კრიტერიუმების შერჩევის პროცესი გამჭირვალე უნდა იყოს, რადგან არ დარჩეს რაიმე კითხვის ნიშნები. ელჩმა ეკა ბესელიას ინიციატივაც შეაფასა და თქვა, რომ მისთვის სრულიად გასაგებია, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი.

"ევროკავშირი სხვა ორგანიზაციებთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით სასამართლო რეფორმას. მიგვაჩნია, რომ ის წესები და კრიტერიუმები, რომელიც უნდა შემუშავდეს მოსამართლეთა არჩევის პროცესში უნდა იყოს გამჭირვალე და სანდო. ეს აუცილებელია ქართული მართლმსაჯულებისთვის იმისათვის, რომ მართლმსაჯულების მიმართ არსებობდეს ნდობა არამხოლოდ საქართველოს მხრიდან, არამედ უცხოელი ინვესტორების მხრიდანაც. რაც შეეხება ეკა ბესელიას ინიციატივას, ჩემთვის გასაგებია რატომ წარადგინა მან ეს ინიციატივა. თუმცა მე არ ვარ უფლებამოსილი რომ ეს შევაფასო. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა შეფასდეს და გადაწყდეს ადგილობრივი კანონმდებლობისა და კონსტიტუციის შესაბამისად,“-განაცხადა კარლ ჰარცელმა

დღის ამბები