21 მაისი 2024,   12:08
ვრცლად
"უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს, ახლაც არის, მომავალშიც იქნება და ეს არის ძალიან ნორმალური"-მამუკა ბახტაძე

სასამართლოს თემაზე დაწყებულ დაპირისპირებას, რასაც უმრავლესობაში პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა, პრემიერ-მინისტრი ნორმალურ მოვლენას უწოდებს. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. პრემიერი აცხადებს, რომ რესურსი იმისა რომ სიტუაცია განიმუხტოს, მმართველ გუნდში არსებობს.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რომ ჩამოყალიბდეს ობიექტური კრიტერიუმები და  პროცედურები და ეს უნდა იყოს სწორედ მე ვფიქრობ ერთ-ერთი  ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც საზოგადოება უნდა საუბრობდეს. ჩვენ გვაერთიანებს ძალიან ბევრი რამ, მათ შორის ფასეულობები და მათ შორის განვითარების ის ვექტორი, რომელიც აირჩია საქართველომ. და მე არა ერთხელ განმიცხადებია, რომ ეს არის ჩვენი ცივილური არჩევანი. აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს, ახლაც არის, მომავალშიც იქნება და ეს არის ძალიან ნორმალური,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

დღის ამბები