21 მაისი 2024,   05:05
ვრცლად
„დეზინფორმაციაა და ე.წ. "ფეიქ ნიუსია," - მამუკა ბახტაძე ლიეჟში სუს-ის თანამშრომლების შესაძლო ყოფნაზე საუბრობს

„დეზინფორმაციაა და ე.წ. "ფეიქ ნიუსია" თავიდან ბოლომდე,“ - ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბელგიის ქალაქ ლიეჟში, ქართველი ემიგრანტების შეხვედრის დროს,  სუს-ის თანამშრომლების შესაძლო ყოფნასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

გავრცელებული ცნობით, ემიგრანტებისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეხვედრის დროს, ლიეჟში იმყოფებოდნენ საქართველოს სუს-ის თანამშრომლები.

„დეზინფორმაციაა და ე.წ. "ფეიქ ნიუსია" თავიდან ბოლომდე. რეალობასთან ამას კავშირი არ აქვს. ამაზე სერიოზული კომენტარიც კი ძალიან მიჭირს, სიმართლე გითხრათ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, მოძრაობა „ერთად სახლში“ გეგმავს, ბელგიელ სამართალდამცველებს მიმართოს და სთხოვოს, გამოიძიოს ბელგიის ტერიტორიაზე საქართველოს სუს-ის წარმომადგენელების შესაძლო ყოფნა. 

როგორც მოძრაობა „ერთად სახლშის“ წარმომადგენლები აცხადებენ, მათ ხელთ აქვთ იმის მტკიცებულებები, რომ ლიეჟში ვითარების პროვოცირებას და ადამიანებზე უკანონო თვალთვალს სუს-ის აგენტები ახორციელებდნენ.

სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე უსაფრთხოების თანამშრომლების მივლინება და არასანქცირებული სპეცოპერაციის ჩატარება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა.

დღის ამბები