26 აპრილი 2024,   15:35
ვრცლად
განმუხურიდან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე ოკუპანტებმა გაათავისუფლეს

განმუხურიდან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. ემილ გოგოხია და ზამირ მიქავა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ გადმოიყვანეს. ერთ-ერთი დაკავებული, რომელიც 70 წლისაა შეუძლოდ გახდა. არსებული ინფორმაციით, სწორედ ამის შემდეგ მიიღეს ოკუპანტებმა გადაწყვეტილება, რომ ორივე მოქალაქე გაეთავისუფლებინათ.

მანამდე კი დაკავებულებს დააწერინეს ჩვენებები, რომ თითქოს მათი აყვანა საოკუპაციო ზოლის გადაკვეთის შემდეგ მოხდა. 

ორივე მამაკაცი ოკუპანტებმა იარაღის მუქარით დღეს დააკავეს.

დღის ამბები