24 დეკემბერი 2024,   08:57
ვრცლად
ივანიშვილს სურს ჩაახშოს ყველაფერი, რაც მის დიქტატს არ ემორჩილება - ჭიაბერაშვილი თიბისი ბანკზე ზეწოლაზე მიმდინარე საუბრობს 

ივანიშვილს სურს ჩაახშოს ყველა და ყველაფერი, რაც მის დიქტატს არ ემორჩილება - „ევროპული საქართველოს“  ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი „თიბისი ბანკსა“ და მამუკა ხაზარაძის მიმართ ზეწოლაზე საუბრობს.

მისი თქმით, პოლიტიკოსებსზე, მედიასა და არასამთავრობოებზე ზეწოლის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ბიზნესის დატერორებას დაიწყებდა.

"სამწუხაროდ მოსალოდნელი და ლოგიკური იყო ბიძინა ივანიშვილის მხრიდან რომ პოლიტიკურ ოპოზიციაზე, მედიაზე , პირველ რიგში„რუსთავი2“-ზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევის შემდეგ, ის გადავიდოდა ბიზნესზე. იმიტომ, რომ მას უნდა ამ ქვეყანაში ჩაახშოს თავისუფლების ყველა გამოვლინება ის უტევს ყველა ადამიანისა და ინსტიტუტს, რაც მის დიქტატსა და კარნახს არ ემორჩილება, სამწუხაროდ ეს მოსალოდნელი იყო,"-ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა და ბანკს 2 თვიანი ვადა მისცა.

მამუკა ხაზარაძემ ეროვნული ბანკის მოთხოვნის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზარაძე ამბობს,რომ რომ ეროვნულმა ბანკმა თავისი ბრძანებით დააგვირგვინა ის რეპუტაციის შემლახველი კამპანია, რომელიც მისი, ბადრი ჯაფარიძისა და "თიბისის" წინააღმდეგ დიდი ხანია გრძელდება.

რაც შეეხება დაწყებულ გამოძიებას ფულის შესაძლო გათეთრების შესახებ, ბანკის დამფუძნებელი ამბობს, რომ საკითხი ჯერ კიდევ 11 თვის წინ გავლენიანმა იურიდიულმა კომპანიამ შეისწავლა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.

მამუკა ხაზარაძე უსამართლობასთან შეგუებას არ აპირებს და "თიბისის" ინტერესების დაცვას სამართლებრივად გეგმავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები