24 დეკემბერი 2024,   09:08
ვრცლად
შეიძლება არსებობდეს რუსეთის ინტერესი, რომ ანაკლიის პორტი არ აშენდეს - გიგაური TBC-ის საქმეზე

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება და ბანკის მმართველობიდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ჩამოშორების მოთხოვნა - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბრობენ და მიმდინარე პროცესებში, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, TBC-ის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირებს. 

გიგაური აქცენტს რუსულ კვალზეც აკეთებს, რომლის ინტერესებშია, სტრატეგიული მნიშვნელობის პორტი არ აშენდეს.

„არის ძალიან დიდი პრობლემა ის, რომ იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც აშენებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტს, რასაც ანაკლიის პორტი ჰქვია, ასეთ კომპანიას შეიძლება ასეთი პრობლემები შეექმნას ჩვენს ქვეყანაში. შეიძლება არსებობდეს ძალიან დიდი ინტერესი რუსეთის მხრიდან, რომ ეს პორტი არ აშენდეს. ამიტომ, როდესაც ასეთი პრობლემები ექმნება „თიბისი" ბანკს, რომელის ამ პროექტში არის ჩართული, ეს არის თავისთავად ძალიან დიდი პრობლემა," - ამბობს გიგაური.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს კითხვის ნიშნები აქვს პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებითაც. საუბარია პროკურატურის მიერ 10 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე. საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.

"ცხადია, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი თავდაპირველად იმ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც დაიწყო პროკურატურამ და რომელიც საუბრობს 11 წლის წინანდელ დარღვევებზე და ამის შემდეგ ის, თუ როგორ განვითარდა მოვლენები და ასეთ ფორსირებულ რეჟიმში მოხდა "თიბისი" ბანკის მენეჯმენტის გადაყენება. დღეს მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ თვითონ „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლებმა ისაუბრონ იმ მიზეზებზე, თუ რატომ მოხდა მათთან დაკავშირებით ასეთი ქმედებების განხორციელება,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები