16 ივნისი 2024,   03:28
ვრცლად
ალბანეთში ანტი-სამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა

ალბანეთში ანტი-სამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, ოპოზიციის მომხრეები ტირანაში მთავრობის მეთაურის სამუშაო ოფისთან შეიკრიბნენ. დემონსტრანტებმა პოლიციელებს ხელნაკეთი ასაფეთქებლები დაუშინეს, კორდონის გარღვევის შემდეგ კი სამთავრობო შენობაში შეჭრაც სცადეს.

სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

გავრცელებული ცნობით, არეულობის დროს ერთი პოლიციელი და ორი ჟურნალისტი დაშავდა.  

დღის ამბები