16 ივნისი 2024,   05:11
ვრცლად
ბერლინალეს გამარჯვებული ნადავ ლაპიდის "სინონიმები" გახდა

ბერლინში რიგით 69-ე კინოფესტივალის რჩეულები გამოავლინეს. მთავარი ჯილდო - ოქროს დათვის ქანდაკება რეჟისორ ნადავ ლაპიდის ფილმს "სინონიმებს" ერგო. ის ჟურიმ საუკეთესოდ საკონკურსო სიაში შეტანილ 17 ნამუშევარს შორის აღიარა.

საუკეთესო რეჟისორი გერმანელი ანგელა შანელეკი გახდა. მას ვერცხლის დათვის ქანდაკება ფილმისთვის სახელწოდებით "სახლში ვიყავი, მაგრამ..." გადასცეს.

ქალებსა და მამაკაცებს შორის საუკეთესო მსახიობებად დასახელდნენ ჩინელი იუნ მეი და ვან ცზინჩუნი ფილმში "მშვიდობით ჩემო შვილო" შესრულებული როლებისთვის.

ბერლინალეს ჟიურის წელს ფრანგი მსახიობი, ჟულიეტ ბინოში ხელმძღვანელობდა. 

 

დღის ამბები