27 დეკემბერი 2024,   00:41
ვრცლად
„სარჩელის აღძვრასაც არ გამოვრიცხავთ" - მოსამართლეები "შაბათის კურიერში" გასული რეპორტაჟის გამო, "რუსთავი2"-ის წინააღმდეგ

საიდან მოდის მოსამართლეების მრავალმილიონიანი ქონება - მოსამართლეები კურიერის კითხვას არ პასუხობენ და რუსთავი2-ის წინააღმდეგ ერთიანდებიან.

შაბათის კურიერში გასული რეპორტაჟის შემდეგ, სადაც მოსამართლეების ქონება იყო ნაჩვენები, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები ახლა სარჩელს ამზადებენ და რუსთავი2-ის წინააღმდეგ ისევ სასამართლოს მიმართავენ. 

„სარჩელის აღძვრასაც არ გამოვრიცხავთ. ერთი სიტყვით, შევთანხმდებით. მანამდე დაგერეკათ და დოკუმენტურად დაგიდასტურებდით ყველა ამ გარემოებას და ახლა პოსტფაქტუმ ამის კითხვა, როდესაც ტალახი ისროლა თქვენმა ტელევიზიამ, ცოტა ალოგიკურია,“ - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ სიუჟეტში მხოლოდ ნაჩვენები იყო მოსამართლეების ქონება, რომელიც მათი და მათი ოჯახის წევრების სახელზე ირიცხება.

დღის ამბები