14 მაისი 2024,   15:35
ვრცლად
ილიაუნის სტუდენტებისა და აკადემიური საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს

ილიაუნის სტუდენტებისა და აკადემიური საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს. სხდომას ილიას უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანიაც ესწრება.

სტუდენტები, რომლებმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს, ბიზნესსკოლის ცალკე ფაკულტეტად აღდგენას მოითხოვენ.

მათი ერთ-ერთი მოთხოვნა გიგა ზედანიას გადაყენებაც იყო, თუმცა სტუდენტები აცხადებენ, რომ მზად არიან, კომპრომისებზე წავიდნენ, თუ უნივერსიტეტიც გარკვეული დათმობების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

რექტორის თქმით, სტუდენტების მოთხოვნებს მოისმენენ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ განვიხილოთ ყველა მტკივნეული საკითხი, რომელიც დაკავშირებულია რეფორმასთან, ყველა მოთხოვნა. იმედი გვაქვს, რომ სამუშაო რეჟიმში ჩვენი პოზიციები დაახლოვდება,“- განაცხადა გიგა ზედანიამ.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები