19 დეკემბერი 2024,   07:20
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე: „ვიმყოფებით უპრეცედენტო შემოტევისა და წნეხის ქვეშ სახელმწიფო უწყებების მხრიდან“

ორკესტრირებული თავდასხმა TBC ბანკზე, რომლის მიზანიც ბანკის ხელში ჩაგდების სურვილია - ის, რაც მამუკა ხაზარაძემ არ თქვა საჯარო განცხადებაში, პირდაპირ თქვა თანამშრომლებისთვის დაგზავნილ კონფიდენციალურ წერილში.

ელექტრონული შეტყობინებაში, რომლის ნამდვილობაც კურიერმა რამდენიმე წყაროსთან გადაამოწმა, მამუკა ხაზარაძე TBC ბანკის გარშემო დაწყებულ კამპანიას პირდაპირ უკავშირებს პოლიტიკას, მისი ბიზნესის მიტაცების სურვილსა და აღნიშნავს, რომ უპრეცენდენტო შემოტევა და ორკესტრირებული თავდასხმა სწორედ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ხორციელდება.

წერილი, რომელიც ექსკლუზიურად კურიერმა მოიპოვა, მამუკა ხაზარძისა და ბადრი ჯაფარიძის გუშინდელ ბრიფინგამდე ერთი საათით ადრე კომპანიის 7000 თანამშრომელს გადაეგზავნა.

წერილში წერია:

"მეგობრებო, თიბისელებო.

ჩვენ ბიზნესისტორიის 29 წლის განმავლობაში ვიმყოფებით უპრეცედენტო შემოტევებისა და წნეხის ქვეშ სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა, რომლის მიზანია, ჩამოგვაშორონ მე და ბადრი ჩვენს საკუთარ საქმეს, რომელსაც 27 წელი შევწირეთ თქვენთან ერთად. ასევე, ჩვენ და ბანკს დაგვაბრალონ ყველაზე საშინელი დანაშაული, ფულის გათეთრება და შემდეგ დაეპატრონონ ბანკს.

ამას ვერ დავუშვებთ!

ჩვენი გუნდი არის წარმატების მაგალითი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
ჩვენ ერთად შევქმენით ეს უნიკალური კულტურის, ურთიერთობებისა და ტრადიციების მქონე პროფესიონალთა გუნდი, დღეს ამ გუნდის გახლეჩვა და დაშლა უნდათ.

ამას ვერ დავუშვებთ!

დღეს, როგორც არასდროს, ერთად დგომა არის გადარჩენის ერთადერთი შანსი, ბრძოლა არ იქნება ხანმოკლე. სჭირდება გამძლეობა და სიმამაცე.

ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ უთანასწორო და უსამართლო ომში.

ჩვენ ვიბრძლებთ!

ჩვენ გავიმარჯვებთ!"

დღის ამბები