27 აპრილი 2024,   02:34
ვრცლად
ქურდობების სერია თბილისში - ორთაჭალას ტურფას კორპუსის აივნებიდან გათბობის სისტემები მოიპარეს

ქურდობების სერია თბილისში, დედაქალაქში ღამით რამდენიმე ობიექტი გაძარცვეს. მხოლოდ ორთაჭალის ტურფას საცხოვრებელ კომპლექსში ხუთი ბინაა გაქურდული. აივნებიდან მოხსნეს გათბობის სისტემები. მთელი ღამის განმავლობაში გაზი ღია სივრცეში იფრქვეოდა.

„აივნიდან არის ქვაბი წაღებული,  გამათბობელი და თავისთავად გაზიც გამოდიოდა. ოღონდ ეს არის გარეთ, ანუ არც დახურულია არც არაფერი. შეიძლება მოსახლეობამ სუნი გაიგო. ქვაბი და ტელევიზორი წაიღეს,“-აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

დღის ამბები