03 მაისი 2024,   16:24
ვრცლად
მკვლელობა ვერცხლის ქუჩაზე - „კურიერმა“ ბრალდებულის ვინაობა გაარკვია

ვერცხლის ქუჩაზე ზვიად ჯაფარიძის მკვლელობის საქმეში მთავარ ბრალდებულზე პოლიციამ  ძებნა გამოაცხადა. ზვიად ჯაფარიძის ახლობლები ამტკიცებენ, რომ მას კონფლიქტი არავისთან ჰქონია, თუმცა ცნობილია, რომ პოლიცია დანაშაულის ერთ-ერთ ვერსიად სწორედ პირად შურისძიებას განიხილავს.

„კურიერის ინფორმაციით, ზვიად ჯაფარიძის განზრახ მკვლელობისთვის სამართალდამცველები ალექსანდრე ბიძინაშვილს ეძებენ. სანდო წყარო „კურიერს“ უყვება, რომ მოკლულ ჯაფარიძეს და ძმებ ალექსანდრე და ბესო ბიძინაშვილებს დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებთ. თუმცა ბოლო თვეებში ურთიერთობა დაეძაბათ.

წყაროს ინფორმაციით, ბიძინაშვილებს ჯაფარიძის ახლობელთან კონფლიქტი ჰქონდათ, ჯაფარიძე უთანხმოების მოგვარებას ცდილობდა და შუამავლის როლს ასრულებდა. გუშინ მკვლელობამდეც ის ბიძინაშვილებთან შეხვედრაზე იყო.

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ საუბარი კონფლიქტში მალევე გადაიზარდა, რა დროსაც ჯაფარიძემ ბიძინაშვილს ესროლა. დაიჭრა 42 წლის ბესო ბიძინაშვილი, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია წუხელვე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.

სად მოხდა ბესო ბიძინაშვილის დაჭრა ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა დადასტურებულია, რომ შემთხვევის შემდეგ ზვიად ჯაფარიძე ტერიტორიას ვერცხლის ქუჩით ტოვებდა. დაახლოებით, 26 ნომერთან მას Volkswagen-ის მარკის ავტომობილით, სავარაუდოდ, დაჭრილის ძმა, ალექსანდრე ბიძინაშვილი დაეწია და 7-ჯერ ესროლა.

ჯაფარიძეს ერთი სასიკვდილო ჭრილობა სახის არეში ჰქონდა მიყენებული. ის ადგილზე, სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები