19 დეკემბერი 2024,   13:57
ვრცლად
ლევან გოგოიჩაიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ხვალ დატოვებს

ლევან გოგიჩაიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ხვალ დატოვებს. ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

გოგიჩაიშვილი წასვლის მიზეზს განმარტავს. ის აცხადებს, რომ 9 დეპუტატის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდების გამო, პარტიას დატოვებს. 

„ყველაფერი ნათელია. მე დღეს მინდა, დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობის ფორმატში მქონდა ბოლო გამოსვლა პარლამენტის ტრიბუნაზე. დღეს ჩემთვის ზღვარი წაიშალა, რაზეც მე ვშიშობდი, რომ ეს ზღვარი წაიშლებოდა, მორალური ზღვარი, აღარ არსებობს. "ქართულმა ოცნებამ" დღეს დაკარგა მორალური უპირატესობა, პირდაპირი მნიშვნელობით იმიტომ, რომ იმ ადამიანებს დაუჭირა მხარი, ვინც სააკაშვილს წლების განმავლობაში, რასაც ის ჩადიოდა ამ ქვეყნის წინააღმდეგ და ეს ადამიანები ამ ყველაფერს იურიდიულად აფორმებდნენ, ამაზე თქვა, რომ რა მოხდა, ადრე ცუდს აკეთებდნენ და დღეს კარგად იქცევიან - ეს ჩემთვის არის, ჩემი ყველაფრის საწინააღმდეგო პოზიცია, მთელი არსებით ვეწინააღმდეგები ამ მახინჯ ფორმულას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის პირით გაახმოვანა „ქართულმა ოცნებამ,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები