02 ივნისი 2024,   12:56
ვრცლად
ერთი წელი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიადან - პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ

ერთი წელი არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან. მის ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი  ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა მიაგეს. მათ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს და მოკლულის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.

სასტიკი მკვლელობის შესახებ კომენტარი  მამუკა ბახტაძემ გააკეთა. პრემიერმა ოთხოზორია-ტატუნაშვილიის სიის გაფართოებაზე  ისაუბრა.

„არჩილ ტატუნაშვილი არის ქართველი გმირი, ისევე, როგორც გმირები არიან მისი მშობლები, რომ ასეთი ვაჟკაცი აღუზარდეს საქართველოს. სწორედ ასეთი მძიმე დანაშაულების გამო  შევქმენით ტატუნაშვილი- ოთხოზორიას სია და ამ სიაში შეყვანილი არიან ბრალდებული პირები, რომელთაც საერთაშორისო სამართლით უნდა მოეთხოვოთ პასუხი და ეს სია აუცილებლად გაფართოვდება,“- განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები