19 მაისი 2024,   00:06
ვრცლად
თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარის 52 წლის ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხანძარი გაგარინის ქუჩაზე - ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩენილ ცეცხლს 52 წლის ქალბატონი ემსხვერპლა, თუმცა ის ამ ბინაში არ ცხოვრობდა. ირანის მოქალაქე იმავე კორპუსის მეშვიდე სართულზე ცხოვრობდა, ცეცხლი კი მესამე სართულზე გაჩნდა. ქალბატონი სადარბაზოში გამოვიდა, რის შემდეგაც ის დაკვამლიანებით გარდაიცვალა. 

ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული. თავად ბინაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, არავინ დაშავებულა. ადგილობრივები ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად გაზის გამათბობელს ასახელებენ. 

ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.  

დღის ამბები