18 მაისი 2024,   13:43
ვრცლად
პოლიტიკური უტიფრობაა ჩვენთვის დამადლება, რომ მობრძანდით - ბოკერია გვენეტაძეს მიმართავს

„თქვენ არ წყვეტთ აქ ვინ საუბრობს, კომიტეტის თავმჯდომარე წყვეტს,“- ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. კობა გვენეტაძე პარლამენტში იმყოფება, თუმცა როგორც მან თქვა, „თიბისი ბანკზე“ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემას გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ღია ფორმატში მართბებულად არ მიიჩნევს. გიგა ბოკერიამ კობა გვენეტაძე მკაცრად გააკრიტიკა. 

„უნდა გამოვეხმაურო ამ საოცარ სულისკვეთებას, მადლიერები უნდა ვიყოთ, თურმე ვინმე თუ კანონის მოთხოვნებს ასრულებს? დიდი მადლობა მთავრობას, რომ პარლამენტი არსებობს. რომ ოპოზიციას უფლბა აქვს, ილაპარაკოს, დიდი მადლობა, რომ კითხვების დასმის საშუალებას გვაძლევთ. დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ვარსებობთ. ვერ გავიგე, ეგ რა სულისკვეთებაა? ვალდებული ხართ, რომ მოხვიდეთ, "ევროპული საქართველოს" მოთხოვნა იყო თქვენი მობრძანება. პოლიტიკური უტიფრობაა თქვენგან ჩვენთვის დამადლება, რომ მობრძანდით,“- განაცხადა გიგი ბოკერიამ.

ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იმყოფებიან "თიბისი" ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ისინი კანონმდებლებს საქმის ირგვლი მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას. ხაზარაძე და ჯაფარიძე საკანონმდებლო ორგანოში ტრიბუნას კობა გვენეტაძის შემდეგ დაიკავებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები