18 მაისი 2024,   09:13
ვრცლად
ქუთაისის საკრებულომ მერიის რეორგანიზაციის საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა

ქუთაისის საკრებულომ მერიის რეორგანიზაციის საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით გაუქმდა და არასამეწარმეო იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა არქიტექტურის სამსახური. აუდიტის განყოფილების ნაცვლად კი აუდიტის სამსახური შეიქმნა. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ რეორგანიზაციის შედეგად "ქართული ოცნების" აქტივი დასაქმდება და ხარჯები გაიზრდება. უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ რეორგანიზაციის პროცესი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი, მოქნილი და ოპერატიული სერვისების შექმნას ემსახურება.

დღის ამბები