18 მაისი 2024,   11:33
ვრცლად
კონსულტაციები დიდი ხანია დაწყებული მაქვს-დავით ჭიჭინაძე პარტიას ქმნის

"ქართული ოცნებიდან" გარიცხული დავით ჭიჭინაძე ოპოზიციური ძალის შესაქმნელად ემზადება. დეპუტატს თანამოაზრეებთან კონსულტაციები უკვე დაწყებული აქვს. ვინ იქნებიან მის გუნდში ჯერ უცნობია."ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ამბობს, რომ მის გარშემო ის იმედგაცრუებული ადამიანები შეიკრიბებიან, რომლებიც პოლიტიკურ ელიტას წარმოადგენენ და ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გასამარჯვებლად, არაერთხელ დაეხმარნენ. ჭიჭინაძე ახალი პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებას შუალედური არჩევნების ჩატარების შემდეგ გეგმავს.

„მე კონსულტაციები დიდი ხანია დაწყებული მაქვს გარკვეულ ჯგუფებთან ვინც 2012 წელს ივანიშვილთან ერთად  გამოჭედა ეს წარმატება და ივანიშვილმა ვისაც მიმართა მეორე ტურის წინ. ეს არის ის ადამიანები,  რომლებიც წარმოადგენენ რეგიონებს, რაიონებს, იქაური ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა და რომელიც არის საკმაოდ უკმაყოფილო. 2017 წლის არჩევნების შემდეგ საბოლოოდ ამ ადამიანებს გაუცრუეს იმედი,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები