14 ოქტომბერი 2019,   13:25
ვრცლად
თბილისში სავარაუდოდ CO-ს დაგროვების შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა

თბილისში სავარაუდოდ СO-ს დაგროვების შედეგად, 2 ახალგაზრდა დაიღუპა. უბედური შემთხვევა კნოლევის ქუჩაზე მოხდა. ბინა, რომელშიც ცხედრები იპოვეს, სავარაუდოდ, ნაქირავები იყო. 

როგორც "ყაზტრანსგაზის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბინაში ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული იყო ღია წვის კამერიანი გამათბობელი. ასევე მთავარ მრიცხველზე თვითნებურად მიერთებულია რამდენიმე ქვემრიცხველი.

"ჩვენს მიერ ბინაში შემოწმდა გაზგაყვანილობა სამზარეულოში გაზის გაჟონვა არ აღინიშნა. სამზარეულოში დამონტაჟებული იყო სამ სანთურიანი გაზქურა ასევე შესასვლელში დამონტაჟებული იყო ნიკალას ტიპის გამათბობელი ტექნიკური ნორმების დარღვევით. ჩვენს მიერ აღნიშნულ ბინას შეუწყდა გაზის მიწოდება, ქვემრიცხველიდან რეზინის მილის ჩახსნის მეშვეობით და 15მმ-იანი ბურთულიანი ონკანის გადაკეტვით. ასევე აღნიშნული მისამართზე ნიკალას ტიპის გამათბობელი ჩაიხსნა გაზის რეზინის მილიდან. აღნიშნული მისამართზე მთავარ მრიცხველზე დაერთებულია ქვემრიცხველები, ასევე ეზოში ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებულია სამი ცალი ღიაწვის კამერიანი წყალგამაცხელებელი. ჩვენს მიერ გადაიკეტა და დაილუქა ცენტრალურ მრიცხველი," - აღნიშნულია განცხადებაში.

ამოძიება უკვე დაიწყო უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები