18 მაისი 2024,   09:12
ვრცლად
14:00 საათზე პროკურატურაში თიბისი ბანკის საქმეზე ბრიფინგი გაიმართება

14:00 საათზე პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. უწყებაში განცხადებას თიბისი ბანკის საქმეზე გააკეთებენ.

შეგახსენებს, რომ საგამოძიებო უწყება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 2007-2008 წელს შესრულებულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება, როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა. 

პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ, 14 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა.

15 თებერვალს "თიბისი ბანკმა" ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა მოგვიანებით მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს. 

დღის ამბები