22 დეკემბერი 2024,   15:09
ვრცლად
„კარასინი-აბაშიძის ფორმატი ივანიშვილისთვის არის პირდაპირი ხაზი, რომ შეათანხმოს რუსეთთან, რა წითელ ხაზებს დაუწესებს რუსეთი"-სალომე სამადაშვილი

ოპოზიცია ზურაბ აბაშიძეს პარლამენტში ელოდება. ხელისუფლების ოპონენტებს შეკითხვები პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან პრაღაში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით აქვთ. სკანდალური განცხადებები, რომელიც ამ შეხვედრის შემდეგ გრიგორი კარასინმა გააკეთა ოპოზიციის შეშფოთებას იწვევს. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი ქვეყნისთვის სახიფათოა. სალომე სამადაშვილი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ზურაბ აბაშიძე კარასინთან შეხვედრამდე შუშის სასახლეში იმყოფებოდა და მან კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან გაიარა.

„კარასინი-აბაშიძის ფორმატი, ეს არის პირდაპირი ხაზი ბიძინა ივანიშვილისთვის იმისთვის, რომ შეათანხმოს რუსეთთან, რა წითელ ხაზებს დაუწესებს რუსეთი ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. ეს გამოაშკარავდა ამ შეხვედრით. სრულიად გაურკვეველია, რატომ უნდა ხვდებოდეს ბატონი აბაშიძე ბიძინა ივანიშვილს, როდესაც ის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელია. ვშიშობ, რომ ეს ფორმატი არაფერს არ აძლევს ჩვენს ქვეყანას გარდა იმისა, რომ  უზარმაზარ ზიანს აყენებს იმით, რომ  ვხედავთ ბატონი კარასინი მუქარის ენით საუბრობს. იმიტომ, რომ ამ შეხვედრებზე უწესებენ საქართველოს წითელ ხაზებს, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს და შემდეგ ამაზე თხოვენ პასუხს შემდეგ შეხვედრაზე. აი ეს არის მთელი შინაარსი ამ შეხვედრების,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები