18 მაისი 2024,   09:14
ვრცლად
საავტორო უფლებათა ასოციაცია რუსულ საფრთხეებზე საუბრობს

საავტორო უფლებათა ასოციაცია რუსულ საფრთხეებზე საუბრობს. მათი განცხადებით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შექმნილი “FONMIX” რუსული ორგანიზაცია  "РАО"-ს მიერ არის დაფუძნებული და საქართველოში მხოლოდ ევრაზიული კონფედერაციის ინტერესების გამტარებელია. 

შეხვედრაზე, რომელსაც საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ, შესაძლო პროვოკაციებზე და საფრთხეებზეც ისაუბრეს.

„ჩვენ გვინდა, რომ ყველა ხელოვან ადამიანამდე მივიტანოთ სწორი ინფორმაცია, თუ რასთან გვაქვს საქმე და რომ ეს არის რუსული საფრთხე და რუსული პროექტი და მეორე, გვინდა, რომ ეს საფრთხე შევაკავოთ, რომ ის სიტუაცია, რომელიც დღეს საქართველოშია და ის განვითარების დინამიკა, რომელიც დღემდე არსებობს არ შეფერხდეს და არ მოხდეს ისე, როგორც ეს მოხდა მაგალითად უკრაინაში,“- აცხადებს ერთ-ერთი წევრი.

დღის ამბები