14 ოქტომბერი 2019,   11:03
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ზედა ეწერთან - ორი გარდაცვლილი და ორი დაშავებული 

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ მონაკვეთზე მოხდა. ზედა ეწერთან სატვირთო ავტომობილი და ML-ის მარკის ჯიპი ერთმანეთს შეეჯახნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

დღის ამბები