19 მაისი 2024,   03:10
ვრცლად
TBC ბანკის საქმე - არასამთავრობო ორგანიზაციები მიზანმიმართულ თავდასხმაზე საუბრობენ 

TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და გენერალურ პროკურატურაში საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ მორიგ განცხადებას, არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ.

არსებული ვითარების გათვალისწინებით,  სამოქალაქო სექტორი დღითიდღე რწმუნდება, რომ ეს არის მიზანმიმართული შეტევა „თიბისი“-სა და ანაკლიის პორტის წინააღმდეგ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ პროკურატურის გუშინდელი ბუნდოვანი ბრიფინგიც, როდესაც საგამოძიებო უწყებაში ახალი არაფერი უთქვამთ, ამის დასტურია.

„ჩემი ეჭვი, რომ პროკურატურა შეიძლებოდა ვერ ყოფილიყო ამ საქმეში დამოუკიდებელი და დისტანცირებული რაიმე ტიპის პოლიტიკური პროცესისგან კიდევ უფრო გამყარდა, ვინაიდან, ეს იყო ბრიფინგი, სადაც პრაქტიკულად არაფერი ახალი არ თქმულა. ცოტა უცნაურია, როდესაც პარლამენტში, ერთ-ერთი მიზეზი კომიტეტის ჩაშლის იყო ის, რომ ღიად ბანკთან დაკავშირებით კითხვების დასმა და ამ თემაზე საუბარი არ იყო მართებული და ჩვენ პრაქტიკულად მეორე დღესვე ვხედავთ, პროკურატურის მიერ ღია განცხადებას,“-ამბობს საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე.

მესამე სექტორი დარწმუნებულია, რომ შალვა თადუმაძის უწყება სახელმწიფო კონტროლისგან დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს და ის მსხვილი საფინანსო ინსტიტუტის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს.

„ბევრი კითხვის ნიშანი გვაქვს ამასთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ ნამდვილად ბევრად მეტი არის ამ საქმეში, ვიდრე ეს ჩანს. ფაქტია, რომ რაც მოხდა, რაც ამ ყველაფერს მოჰყვა, ეს არის რეპუტაციის შელახვა ამ ხალხის, რომლებიც ერთს მხრივ არიან „თიბისი“ ბანკთან დაკავშირებული ხალხი და დამფუძნებლები და ასევე არიან ფუძემდებლები იმ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტისა, რომელიც ანაკლიაში უნდა განხორციელდეს,“-განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი ონიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები