19 მაისი 2024,   00:06
ვრცლად
უტენდეროდ დახარჯული მილიონები - საქართველოში საახალწლო ღონისძიებებს ექვს-ნახევარი მილიონი მოხმარდა

უტენდეროდ დახარჯული საბიუჯეტო თანხის კოლოსალური რაოდენობა - საქართველოს ხუთ ქალაქში, საახალწლო და საშობაო ღონისძიებებს ექვს-ნახევარი მილიონი ლარი მოხმარდა, აქედან თანხის 82 პროცენტი თბილისზე დაიხარჯა. ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ძირითადი ნაწილი კი უტენდეროდ, პირდაპირი წესით განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი ყოველთვის 1 იანვარს არის, მუნიციპალიტეტები მაინც დაჩქარებულად მოქმედებენ და წინასწარ ტენდერებს არ აცხადებენ.

კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქვეყნებს, სადაც წერია, რომ ტენდერების დაგეგმვის არასათანადო პრაქტიკა ისევ მოქმედებს. ტენდერების ჩატარების შემთხვევაში კი უკონკურენტოდ იმარჯვებენ ის კომპანიები რომლებიც ძირითადად სალომე ზურაბიშვილის შემომწირველები იყვნენ.

„არის ორი ისეთ კომპანია, რომლიდანაც ერთი სალომე ზურაბიშვილის შემომწირველია, ერთ „ქართული ოცნების“, გასულ თვეებში მათ პარტიასა და სალომე ზურაბიშვილზე თანხები აქვთ გადარიცხული. ეს ღძრავს ეჭვს, რომ ამის უკან შეიძლება ვინმეს პირადი ინტერესები იდგა. ეს კორუფციის ნიშნებზე მიანიშნებს. წესით, ნორმალურ ქვეყანაში სხვადასხვა უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რატომ ტარდება ასეთი ცუდი პრაქტიკით ახალ წელთან დაკავშირებული შესყიდვები,“-აცხადებს  ბესო ნამჩავაძე.

დღის ამბები