19 მაისი 2024,   02:46
ვრცლად
"ველოდები ბრძანებას, რომელსაც გავეცნობით და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ" - ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრმა სამსახურში აღადგინა 

თამაზ ახობაძემ შიმშილობა დროებით შეწყვიტა. ახობაძემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დანაშაულის პრევენციის ცენტრმა მისი სამსახურში აღდგენის შესახებ განცხადება გაავრცელა.

ახობაძეს ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერის პოსტი შესთავაზეს. მას შემდეგ, რაც ის შესაბამის დოკუმენტაციას ჩაიბარებს და პირობებს გაეცნობა, მიიღებს გადაწყვეტილებას გააგრძელებს თუ არა შიმშილობას იუსტიციის სამინისტროსთან.

თამაზ ახობაძე უკვე ორი წელია თანამდებობაზე აღდგენას თეა წულუკიანის უწყებიდან ითხოვს, რადგან ამის ვალდებულება იუსტიციის სამინისტროს სასამართლომ დააკისრა.

„ჯერჯერობით გავრცელდა განცხადება, რომ აღმადგენენ ტოლფას თანამდებობაზე. მე ახლა ველოდები ბრძანებას, რომელსაც გავეცნობით მე და ჩემი იურისტები და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. თუ ბრძანება არ იქნება ჩემთვის მისაღები მაშინ, აზრი არ აქვს სამსახურში მისვლას, უნდა გავაპროტესტო თავიდან,“-აცხადებს ახობაძე.

დღის ამბები