19 მაისი 2024,   01:26
ვრცლად
კამპანია „აიცილე მურუსიძე“ - ადვოკატები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ

კამპანიას „აიცილე მურუსიძე“ ყოველდღიურად უფრო მეტი ადვოკატი უერთდება. იურისტები საკუთარ პოზიციას უკვე ხელმოწერებით დაადასტურებენ. ადვოკატებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

კამპანიის ორგანიზატორები მოუწოდებენ უფლებადამცველებს, რომ იმ შემთხვევაში თუ საეჭვო რეპუტაციის მქონე მოსამართლეებთან მოუწევთ მუშაობა, სასამართლო პროცესებზე მათი აცილების შუამდგომლობა დააყენონ. ლაპარაკია 10 მოსამართლეზე, რომლებიც ადვოკატების შეფასებით, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრები არიან.

„ჩვენ ადვოკატები უნდა გავერთიანდეთ და ყველამ ჩვენი აზრი, პოზიცია ამ კამპანიასთან დაკავშირებით უნდა დავაფიქსიროთ. გარკვეულწილად, გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, ვინ რომელ მხარეს ვდგავართ ამ კამპანიაში. ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ადვოკატებთან,“ - განაცხადა ადვოკატმა გიგი სისვაძემ.

ადვოკატები ამბობენ, რომ სოციალური ქსელში მათი მისამართით მოსამართლეების მხრიდან მუქარის შემცველი შინაარსის შეტყობინებები და პოსტები ვრცელდება. იურისტების განმარტებით, სოციალურ ქსელში ემუქრებიან, რომ პროცესებზე შესაძლოა, დააჯარიმონ.

ადვოკატები სასამართლო სისტემის გაჯანსაღების აუცილებლობაზე საუბრობენ.

„ახლა სწორედაც რომ მართლმსაჯულების დღის წე4სრიგი ჩვენს ხელშია. ჩვენ შიგნიდან გავტეხთ ციხეს. დარწმუნებული ვარ, რომ მათი დღეები დათვლილია და გვრიტიშვილი და სხვა მსგავსი ტიპის მოსამართლეები, ვინც ჩვენ ცინიკური ჟესტიკულაციით მოგვიხსენიებენ,“ - განაცხადა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.

კამპანია „აიცილე მურუსიძე“ რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ერთმა ადვოკატმა სასამართლო პროცესზე მოსამართლე ლევან მურუსიძე უკვე აიცილა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები