17 მაისი 2024,   07:36
ვრცლად
სამწუხაროა, რომ კვლავ საუბრობენ საერთაშორისო დამკვირვებლები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვაზე - ომბუდსმენი ეუთოს დასკვნაზე 

„ძალიან კრიტიკული შეფასებები იყო,“ - ასე აფასებს საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს შემაჯამებელ დასკვნას.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ წლების წინ გაცემული რეკომენდაციები, რომელიც ხელისუფლებამ არჩევნების დროს არ გაიზიარა, კვლავ მოხვდა ანგარიშში.

ლომჯარიას თქმით, ანგარიშში კვლავ საუბარია ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებსა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე.

„სამწუხაროა, რეკომენდაციები, რომელიც წლების წინ კეთდებოდა მხოლოდ ხელისუფლების მიმართ, თითქოს გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ აღარ უნდა ყოფილიყო აქტუალური ქართული არჩევნებისთვის. სამწუხაროდ, ეს პრობლემები კვლავ დაბრუნდა ამ ანგარიშში და სამწუხაროა, რომ კვლავ საუბრობენ საერთაშორისო დამკვირვებლები ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის სავარაუდოდ მოსყიდვის შემთხვევები და ხელისუფლების რესურსის მონაწილეობა კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ,“ - ამბობს ლომჯარია.

ეუთოს დოკუმენტის შინაარსი უმწვავესია. ასეთი რადიკალურად ნეგატიური შეფასება ყველაზე გავლენიან სადამკვირვებლო მისიას საქართველოს არჩევნებზე ბოლო 20 წელია, არ დაუდია.

დოკუმენტის მიხედვით, მაღალი თანამდებობის პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობამ კიდევ წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის.

ეუთოს დამკვირვებლები წერენ, რომ უბნებზე მობილიზებული მმართველი პარტიის კოორდინატორების გამო ეჭვი გაუჩნდათ, რომ ამომრჩეველი ვერ ახერხებდა ხმის მიცემას ზეწოლისა და ანგარიშსწორების შიშის გარეშე.

ამავე თემაზე
დღის ამბები