17 მაისი 2024,   07:36
ვრცლად
„ასეთ მაღალ დონეზე ურთიერთობა და ინტეგრაციის ხარისხი ევროკავშირთან არასდროს ყოფილა,“- მამუკა ბახტაძე

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიისა და ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ერთობლივ სხდომაზე ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და დღის წესრიგის განხორციელების სამოქმედო გეგმა მიიღეს.

ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიმდინარეობას და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ასეთ მაღალ დონეზე საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობა ჯერ არ ჰქონია.

„საქართველო არის განსაკუთრებული და საიმედო პარტნიორი ნატოსთვის. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ასეთ მაღალ დონეზე ურთიერთობა და ინტეგრაციის ხარისხი ევროკავშირთან არასდროს ყოფილა,“- განაცხადა ბახტაძემ.

დღის ამბები