17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენს ინტერესებს არ ადგება ზიანი - ჭიაბერაშვილი „ინტერ რაოსთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხმაურება 

ხელშეკრულება რუსულ ენერგოკომპანია „ინტერ რაოსთან", ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროენერგიის მომარაგების მიზნით - "ევროპული საქართველო" გაფორმებული ხელშეკრულების საჯაროობის მნიშვნელობაზე საუბრობს. 

პოლიტიკურ პარტიაში ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" საზოგადოების ნდობა არ აქვს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე, ოკუპირებულ ტერიტორიებს და რუსეთს ეხება. 

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, აუცილებელია გასაჯაროვდეს ყველა პუნქტი, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ ხელი არ არის მოწერილი ხელშეკრულებაზე, რომელიც ქვეყანას დააზარალებს. ებს. 

„ქართულ ოცნებას" და ხელისუფლებას არანაირი ნდობა საზოგადოების მხრიდან არ აქვს, რომ რუსეთთან, ან ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ნებისმიერი ასეთი კონტაქტისას ის არ დათმობს ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს. როგორც ეს კალაძის შემთხვევაში ვნახეთ, როდესაც საქმე ეხებოდა გაზპრომთან ხელშეკრულებას. ამიტომ,  ბუნებრივია, რომ ნებისმიერის ასეთი დოკუმენტის შედგენისას და ხელმოწერისას, საზოგადოებას სჭირდება იცოდეს დოკუმენტის შინაარსი და დარწმუნებული იყოს, რომ ჩვენს ინტერესებს არ ადგება ზიანი,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. 

გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას გადაწყვეტილებით გაფორმდა ხელშეკრულება რუსეთიდან 45 მილიონი კვ/სთ ელექტროენერგიის შესყიდვისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიისთვის უფასოდ მიწოდების შესახებ. ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, საჯარო გახადოს აღნიშნული ხელშეკრულების დეტალები.

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

ამავე თემაზე
დღის ამბები