18 მაისი 2024,   23:14
ვრცლად
ნაქერალას უღელტეხლზე მსუბუქი მანქანების მოძრაობა აღდგა

ნაქერალას უღელტეხლზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

 

ამ ეტაპზე, თოვის გამო, ამ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ნაქერალას უღელტეხილზე, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, წუხელ ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

 

 

დღის ამბები