19 მაისი 2024,   00:29
ვრცლად
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

შეგახსენებთ, რომ თოვლის გამო აკრძალული იყო ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად კი ამ დროისთვის მოძრაობა სრულად თავისუფალია. 

დღის ამბები