26 აპრილი 2024,   18:40
ვრცლად
მამა გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი - მეუფე პეტრე "კურიერთან" საუბრობს

პატიმარი დეკანოზის შეწყალების შესახებ რეკომენდაციას, სავარაუდოდ, წმინდა სინოდი უახლოეს სხდომაზე მიიღებს, მაგრამ შეკრების თარიღი უცნობია.

მეუფე ანტონის შემდეგ მეუფე პეტრეც იწონებს მამა გიორგი მამალაძის შეწყალებას, თუმცა, ჭყონდიდის მიტროპოლიტიც ამბობს, რომ საპატრიარქოს ამ თემაზე უფრო ადრე უნდა ემსჯელა.

გახდა თუ არა დეკანოზის სკანდალური წერილი ეკლესიის პოზიციის შეცვლის მიზეზი, სინოდის წევრები ხმამაღლა არ საუბრობენ. 

მეუფე პეტრე ასევე ამბობს, რომ დეკანოზი მამალაძე სინანულს განიცდის და მისთვის, როგორც სინოდის წევრისთვის, ეს სინანული მისაღებია. 

„ვინც შევიდა, თვალებში ჩახედა და მისგან მოისმინა და არსებული შეკითხვები დაუსვა და პასუხი მიიღო, შეუძლებელია, ვის გავიხსენებთ, გარდა რაღაც სამარცხვინო ზონდერული დამოკიდებულებისა სასულიერო პირთაგან, რომლებიც ჭორებს და ცილისწამებებს ავრცელებდნენ. თვითონაც ძალიან ნანობს, თუნდაც, იმ დამოკიდებულებას, იმ მდგომარეობას, რაც გასაჯაროვდა დაჩეხილი, ამოჭრილი და დამონტაჟებული ჩანაწერებით, რომელიც არასრულყოფილი იყო. სინანულს გამოხატავს, რომ ასე ადვილად წამოეგო ამ აგენტ-პროვოკატორის პროვოკაციას და ასე დარტყმის ქვეშ, ასეთ უხერხულობაში ჩააგდო მთელი ეკლესია და საზოგადოება. თავიდანვე ჰქონდა გამოხატული და ჩემთვის, როგორც სინოდის წევრისთვის, მისაღებია ეს სინანული მისგან,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები