18 მაისი 2024,   12:47
ვრცლად
აშშ-მ მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა

შეერთებულმა შტატებმა ნიკოლას მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა.

ახალი ზომების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ვენესუელის საკითხებში ამერიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელიოტ აბრამსმა, გამოაცხადა.

შავ სიაში დამატებით 6 ადამიანი შეიყვანეს, მათ შორის, ეროვნული გვარდიის მეთაური.

ბრიფინგზე ელიოტ აბრამსმა კიდევ ერთხელ უარყო რუსეთის ბრალდება, რომ ვაშინგტონი ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციას ამზადებს. 

დღის ამბები