18 მაისი 2024,   14:21
ვრცლად
პაკისტანმა დატყვევებული ინდოელი პილოტი გაათავისუფლა

პაკისტანმა დატყვევებული ინდოელი პილოტი გაათავისუფლა. ოფიციალურმა ისლამაბადმა ის ინდოეთის საელჩოს წარმომადგენლებს გადასცა.

საზღვარზე გადასულ პილოტს ინდოელი ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.

ის ტყვეობაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

ინდოეთის სამხედრო თვითმფრინავი პაკისტანმა კონფლიქტურ რეგიონში ოთხშაბათს ჩამოაგდო, დაპატიმრებული პილოტის გათავისუფლების გადაწყვეტილება კი ქვეყნის ხელისუფლებამ ვითარების დეესკალაციის მიზნით მიიღო.

დღის ამბები