19 მაისი 2024,   00:01
ვრცლად
ფიროსმანის გამოფენა საფრანგეთში, ვან გოგის ფონდში, ოფიციალურად გაიხსნა

ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა საფრანგეთში, ქალაქ არლში, ვინსენტ ვან გოგის ფონდში ოფიციალურად გაიხსნა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეშია გამოფენილი.

დამთვალიერებელი ნახავს ნიკო ფიროსმანაშვილის 29 ნამუშევარს, მათ შორის „არსენალის მთა“, „ჟირაფი“, „რთველი“ და ვინსენტ ვან გოგის 5 ნამუშევარს, რომლებიც 1884-1889 წლებში შეიქმნა.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება პარიზის ზდანევიჩის ფონდში დაცული ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914".

წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“.

ნაჩვენები იქნება გიორგი შენგელაიას მიერ ნიკო ფიროსმანზე 1969 წელს გადაღებული ფილმი.

დღის ამბები