18 მაისი 2024,   14:04
ვრცლად
ბრაზილიაში რიოს კარნავალი დაიწყო

ბრაზილიაში რიოს კარნავალი დაიწყო - კარნავალის ე.წ. მეფეს ქალაქის სიმბოლური გასაღები საზეიმო ვითარებაში გადასცეს.

დღეიდან ერთმანეთს ბრაზილიის სამბას ყველაზე ცნობილი სკოლები შეეჯიბრებიან. გრანდიოზული წარმოდგენები კი, ტრადიციულად, გიგანტურ სამბადრომზე გაიმართება.

რიოს კარნავალი 6 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში ბრაზილიაში ასობით ათას ტურისტს ელოდებიან.  

დღის ამბები