18 მაისი 2024,   13:43
ვრცლად
ინდოეთი და პაკისტანი ერთმანეთს კვლავ სასაზღვრო რეგიონის დაბომბვაში ადანაშაულებენ

ვითარების დეესკალაციის მცდელობის მიუხედავად, ინდოეთი და პაკისტანი ერთმანეთს კვლავ სასაზღვრო რეგიონის დაბომბვაში ადანაშაულებენ.

გავრცელებული ცნობით, ქაშმირის რეგიონში, საკონტროლო ხაზის მიმდებარედ განხორციელებულ ავიაიერიშებს წუხელ მსხვერპლიც მოჰყვა.

ოფიციალური დელის მტკიცებით, დაღუპულია 3 ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვი. ისლამაბადის ცნობით კი, შეტევას პაკისტანის ტერიტორიაზე ერთი ბავშვი ემსხვერპლა, რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა.

იერიშებს წინ უძღოდა პაკისტანის მიერ რამდენიმე დღის წინ დატყვევებული ინდოელი პილოტის გათავისუფლება. ტყვის გადაცემის ცერემონიას ინდური მედია პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

დღის ამბები