17 მაისი 2024,   06:37
ვრცლად
უწყლოდ დარჩენილი საგარეჯოს მოსახლეობა - დავით ბაქრაძე ადგილობრივებს შეხვდა

წყალში გადაყრილი 12 მილიონი ლარი. საგარეჯოში ადგილობრივმა ხელისუფლებამ წყლის მილები დაამონტაჟა, მაგრამ პროექტი აღარ დაასრულა და მოსახლეობა ისევ სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ”ევროპული საქართველოს” ლიდერთან, დავით ბაქრაძესთან საუბარში, საგარეჯოში მცხოვრები ქალბატონი ამბობს, რომ წყალს ისევ ბიდონებით საუბნო ონკანიდან ეზიდებიან. ამ დროს კი სასმელი წყალი იქვე ხევში მიედინება და დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტის გამო, ანტისანიტარიულ პრობლემებსაც ქმნის.

"ეს ხევი რომ ადიდდება პირდაპირ სახლებში შემოდის, პატრონი არავინ არ გვყავს რომ გაგვიკეთოს. სასმელი წყლები გაშვებულია ამ ხევში ჩვენ დასალევი წყალი არ გვაქვს,"-აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები, ანა ჩოლოყაშვილი.

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე კი ერთადერთ გამოსავალს ხელისუფლების ცვლილებაში ხედავს, რომელსაც მისი თქმით არც საქმის კეთება შეუძლია და არც ხალხზე ზრუნვა.

"ეს არის "ქართული ოცნების" გაკეთებული საქმე, როდესაც წყალი მიდის ხევში და ონკანში ადამიანებს არ აქვთ არც სასმელი და არც გამოსაყენებელი წყალი. ეს არის 12 მილიონი, რომელიც საგარეჯოში დაიხარჯა წყალმომარაგებაზე. ამ ყველაფრის ცვლილების გზა არის ის, რომ მოსახლეობამ, ყველა ჩვენგანმა, რაც შეიძლება სწრაფად ვუთხრათ უარი ხელისუფლებას, რომელსაც არ შეუძლია საქმის გაკეთება,"-აცხადებს დავით ბაქრაძე. 

დღის ამბები