18 მაისი 2024,   17:02
ვრცლად
არჩევნები ესტონეთში - ქვეყანა ახალ პარლამენტს ირჩევს

ესტონეთი დღეს ახალ პარლამენტს ირჩევს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათზე გაიხსნა. საარჩევნო სიებში მილიონამდე ადამიანია რეგისტრირებული, თუმცა 400 ათასამდე ადამიანმა საკუთარი არჩევანი წინასწარ გააკეთა. წინასწარი არჩევნები 27 თებერვალს დასრულდა. 101-ადგილიან პარლამენტში მანდატების მოსაპოვებლად 1084 კანდიდატი იბრძვის. მათ საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 5 პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახონ. მთავარი კონკურენტებად მმართველი პარტია და რეფორმების პარტია მიიჩნევიან. კვლევების თანახმად პრემიერის გუნდს და მემარჯვენე ლიბერალებს გამარჯვების თანაბარი შანსები აქვთ.

დღის ამბები